ბრენდი Morelli ჩამოყალიბდა იტალიის ქალაქ ფლორენციაში 82 წლის წინ. დღეს კომპანიას მართავენ მორელის ოჯახის მეოთხე თაობის წარმომადგენლები: ძმები ჩეზარე და პაოლო, თანამედროვე იტალიური ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე და ბრწყინვალე საწარმოს წარმომადგენლები. კომპანიის მიღწევებმა დიზაინის სფეროში საერთაშორისო აღიარება მიიღო.
კარების ფურნიტურის წარმოებაში ერთ ერთი მოწინავე ლიდერი, კომპანია Morelli-ს ხელმძღვანელი Paolo Morelli დაიბადა 1967 წელს ფლორენციაში. მან შესანიშნავი განათლება მიიღო შვეიცარიაში. შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა მისი დიდი ბაბუის მიერ დაფუძნებულ ოჯახურ საწარმოში. 1993 წელს გახდა კომპანია Morelli-ს დირექტორთა საბჭოს წევრი, ხოლო 1995 წელს მისი პრეზიდენტი.
2008 წლიდან კომპანი morelli-მ გადაწყვიტა გლობალურ ბაზარზე გასვლა, რაც მიზნად ისახავდა მომხმარებლის უზრუნველყოფას მაღალი ხარისხით, ხელმისაწვდომ ფასად.